Skip to main content

მესამე დღის რეფლექსია

     კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს თემაზე, შევარჩიეთ  ჩვენი თემისათვის საჭირო სტანდარტები .  ერთმანეთს გავუზიარეთ და მივეცით რჩევები მიზნების უკეთ  ჩამოყალიბებაში.
     ვიმუშავეთ  მიმართულების მიმცემ კითხვებზე, მივიღეთ ტრენერისაგან რჩევები როგორ დავწეროთ ჩვენს თემაზე მორგებული  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვები, რას მივაქციოთ ყურადღება,რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან . დავეხმარეთ  ერთმანეთს კითხვების მოფიქრებასა და ფორმულირებაში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
ნამდვილად მნიშვნელოვანია სიზუსტე?

თემატური კითხვები
როგორ  შეუძლია გეომეტრიას დამეხმაროს სამყაროს შემეცნებაში?
რატომ არის მნიშვნელოვანი სიმეტრია?
როგორ შეიძლება მოვახდინოთ ფიგურათა დაყოფა სიმეტრიულ ნაწილებად?


შინაარსობრივი კითხვები
როგორ ავიღოთ მოცემული წერტილის სიმეტრიული წერტილი?
როგორი სახის სიმეტრიები  იცით?
სად უფრო  ხშირად შევხვედრივართ  სიმეტრიის მაგალითებს.

Comments

Popular posts from this blog

მეშვიდე დღის რეფლექსია

 გადავხედეთ და განვიხილეთ წყვილებში ერთმანეთის ნამუშევრებს , მივეცით უკუკავშირი. ამის შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებაზე განვიხილეთ  ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს, გავიხსენეთ  გარდნერის ინტელექტის თეორია , ვისაუბრეთ მოსწავლეთა დიფერენცირებაზე, მოვიფიქროთ  მათთვის შესაფერისი აქტივობები.   ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე , მის გაფორმებაზე და შექმნაზე. ასე დამთავრდა კიდევ ერთი ნაყოფიერი და საინტერესო დღე ,მადლობა ჩემო საყვარელო ტრენერო .

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიარეთ შეფასების სამი ეტაპი , გავამახვილეთ ყურადღება რა შეფასება უნდა გამოგვეყენებინა პროექტის  დასაწყისში,მსვლელობისას და ბოლოს.გავეცანით შეფასების ხუთ კრიტერიუმს,შევარჩიეთ ყველა ის მეთოდი და ეტაპი რასაც ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი პროექტისათვის.გავაკეთეთ შეფასების მოკლე  აღწერა. შევქმენით ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. გვქონდა  ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე, მივიღეთ საინტერესო რჩევები ჩვენი საყვარელი ტრენერისაგან ,მე მათ აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მივიღეთ დავალება  რომ ვიმუშაოთ  პროექტზე.