Skip to main content

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიარეთ შეფასების სამი ეტაპი , გავამახვილეთ ყურადღება რა შეფასება უნდა გამოგვეყენებინა პროექტის  დასაწყისში,მსვლელობისას და ბოლოს.გავეცანით შეფასების ხუთ კრიტერიუმს,შევარჩიეთ ყველა ის მეთოდი და ეტაპი რასაც ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი პროექტისათვის.გავაკეთეთ შეფასების მოკლე  აღწერა. შევქმენით ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. გვქონდა  ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე, მივიღეთ საინტერესო რჩევები ჩვენი საყვარელი ტრენერისაგან ,მე მათ აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მივიღეთ დავალება  რომ ვიმუშაოთ  პროექტზე.

Comments

  1. გავეცანი თქვენს გეგმას მომეწონა მაგრამ უფრო სახალისო იქნებოდა ოთხ ჯგუფად დაყოფა

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

მეხუთე დღის რეფლექსია

 ტრენინგის დასაწყისში მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პროცედურების მოკლე მიმოხილვა , მივეცით ერთმანეთშ რჩევები და მივიღეთ საინტერესო რჩევები ჩვენი ენერგიით სავსე ტრენერისაგან, შემდეგ დავწყვილით და ერთმანეთს მივეცით უკუკავშირები , ვიმუშავეთ ინტერნეტის გამოყენების აუცილებლობაზე , სხვადასხვა საკონიმუკაციო საშუალებებზე, მესენჯერი. სოციალური ქსელი, ჩატი  და სხვა. ასევე ვიმუშავეთსაავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და შევავსეთ მარტივი საავტორო უფლებების ცხრილი, გადმოვიწერეთ ჩვენს თემაზე მორგებული რამოდენიმე სურათი და ვიდეო , მივუთითეთ მისამართები.გავიარეთ მეოთხე მოდული , გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრებს , ძალიან მომეწონა და უკვე გავაკეთე პატარა მონახაზი როგორ გამოვიყენებ. მადლობა საინტერესო და მრავალფეროვანი დღისთვის . 

მეექვსე დღის რეფლექსია

     გავეცანით შეფასების რუბრიკების ნიმუშებს , შევქმენით , შევინახეთ. გავეცანით მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციის სლაიდ შოუს. ვივარჯიშეთ სლაიდ შოუს გაკეთებაზე. ფონების არჩევაზე.   დავუტოვეთ კომენტარები ერთმანეთს ბლოგებზე.  მადლობა ტრენერს .

მეშვიდე დღის რეფლექსია

 გადავხედეთ და განვიხილეთ წყვილებში ერთმანეთის ნამუშევრებს , მივეცით უკუკავშირი. ამის შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებაზე განვიხილეთ  ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს, გავიხსენეთ  გარდნერის ინტელექტის თეორია , ვისაუბრეთ მოსწავლეთა დიფერენცირებაზე, მოვიფიქროთ  მათთვის შესაფერისი აქტივობები.   ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე , მის გაფორმებაზე და შექმნაზე. ასე დამთავრდა კიდევ ერთი ნაყოფიერი და საინტერესო დღე ,მადლობა ჩემო საყვარელო ტრენერო .