Skip to main content

Posts

Showing posts from April, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

     გადავავლეთ თვალი ჩვენს ნამუშევრებს , შევიტანეთ ცვლილებები.  ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო . შემდეგ  მივიღეთ  ჩვენი თბილი და მზრუნველი ტრენერისაგან რჩევები თუ როგორ უნდა მოვახდინოთ აუდიტოორიის წინაშე პრეზენტაციის წარდგენა, რა უნდა გავითვალისწინოთ. თითოეულმა ჩვენთაგანმა მოახდინა პრეზენტაციის წარდგენა და ჩვენ მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი . ძალიან მომეწონა ეს ტრენინგები ,იყო შრომატევადი მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი პირადად ჩემთვის.   

მეშვიდე დღის რეფლექსია

 გადავხედეთ და განვიხილეთ წყვილებში ერთმანეთის ნამუშევრებს , მივეცით უკუკავშირი. ამის შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებაზე განვიხილეთ  ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს, გავიხსენეთ  გარდნერის ინტელექტის თეორია , ვისაუბრეთ მოსწავლეთა დიფერენცირებაზე, მოვიფიქროთ  მათთვის შესაფერისი აქტივობები.   ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე , მის გაფორმებაზე და შექმნაზე. ასე დამთავრდა კიდევ ერთი ნაყოფიერი და საინტერესო დღე ,მადლობა ჩემო საყვარელო ტრენერო .