Skip to main content

მეცხრე დღის რეფლექსია

     გადავავლეთ თვალი ჩვენს ნამუშევრებს , შევიტანეთ ცვლილებები.  ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო . შემდეგ  მივიღეთ  ჩვენი თბილი და მზრუნველი ტრენერისაგან რჩევები თუ როგორ უნდა მოვახდინოთ აუდიტოორიის წინაშე პრეზენტაციის წარდგენა, რა უნდა გავითვალისწინოთ. თითოეულმა ჩვენთაგანმა მოახდინა პრეზენტაციის წარდგენა და ჩვენ მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი . ძალიან მომეწონა ეს ტრენინგები ,იყო შრომატევადი მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი პირადად ჩემთვის.   

Comments

Popular posts from this blog

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიარეთ შეფასების სამი ეტაპი , გავამახვილეთ ყურადღება რა შეფასება უნდა გამოგვეყენებინა პროექტის  დასაწყისში,მსვლელობისას და ბოლოს.გავეცანით შეფასების ხუთ კრიტერიუმს,შევარჩიეთ ყველა ის მეთოდი და ეტაპი რასაც ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი პროექტისათვის.გავაკეთეთ შეფასების მოკლე  აღწერა. შევქმენით ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. გვქონდა  ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე, მივიღეთ საინტერესო რჩევები ჩვენი საყვარელი ტრენერისაგან ,მე მათ აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მივიღეთ დავალება  რომ ვიმუშაოთ  პროექტზე.

მესამე დღის რეფლექსია

     კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს თემაზე, შევარჩიეთ  ჩვენი თემისათვის საჭირო სტანდარტები .  ერთმანეთს გავუზიარეთ და მივეცით რჩევები მიზნების უკეთ  ჩამოყალიბებაში.      ვიმუშავეთ  მიმართულების მიმცემ კითხვებზე, მივიღეთ ტრენერისაგან რჩევები როგორ დავწეროთ ჩვენს თემაზე მორგებული  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვები, რას მივაქციოთ ყურადღება,რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან . დავეხმარეთ  ერთმანეთს კითხვების მოფიქრებასა და ფორმულირებაში. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა ნამდვილად მნიშვნელოვანია სიზუსტე? თემატური კითხვები როგორ   შეუძლია გეომეტრიას დამეხმაროს სამყაროს შემეცნებაში? რატომ არის მნიშვნელოვანი სიმეტრია? როგორ შეიძლება მოვახდინოთ ფიგურათა დაყოფა სიმეტრიულ ნაწილებად? შინაარსობრივი კითხვები როგორ ავიღოთ მოცემული წერტილის სიმეტრიული წერტილი? როგორი სახის სიმეტრიები   იცით? სად უფრო ...