Skip to main content

მეორე დღის რეფლექსია

 გავეცანით ერთმანეთის საპროექტო თემას, ვფიქრობ რომ  კარგი თემები აქვთ არჩეული და რამოდენიმე თემაზე ალბათ ვამუშავებ ჩემს მოსწავლეებსაც, შემდეგ გავეცანით სხვადასხვა ბუკლეტების ნიმუშებს ,ჩვენც შევქმენით და ვისწავლეთ ბუკლეტების გაფორმება. გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია და მივიღეთ საინტერესო რჩევები ტრენერისაგან, მადლობა ამისათვის. ყურადღებას მივაქცევ აუცილებლად და გავითვალისწინებ   სასწავლო პროცესში, მივიღეთ დავალება ტრენერისაგან და ამისთვის გადავხედეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს. მადლობა სასიამოვნო ტრენინგისთვის და მრავალფეროვანი აქტივობებისათვის,  ვფიქრობ რომ  ამ მასალის გამოყენება ,მაგალითად დიაგრამების აგება და გაფორმება ,ასევე სხვა უფრო მეტად საინტერესოს და სახალისოს გახდის ჩემს გაკვეთილს. 

Comments

Popular posts from this blog

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიარეთ შეფასების სამი ეტაპი , გავამახვილეთ ყურადღება რა შეფასება უნდა გამოგვეყენებინა პროექტის  დასაწყისში,მსვლელობისას და ბოლოს.გავეცანით შეფასების ხუთ კრიტერიუმს,შევარჩიეთ ყველა ის მეთოდი და ეტაპი რასაც ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი პროექტისათვის.გავაკეთეთ შეფასების მოკლე  აღწერა. შევქმენით ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. გვქონდა  ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე, მივიღეთ საინტერესო რჩევები ჩვენი საყვარელი ტრენერისაგან ,მე მათ აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მივიღეთ დავალება  რომ ვიმუშაოთ  პროექტზე.

მესამე დღის რეფლექსია

     კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს თემაზე, შევარჩიეთ  ჩვენი თემისათვის საჭირო სტანდარტები .  ერთმანეთს გავუზიარეთ და მივეცით რჩევები მიზნების უკეთ  ჩამოყალიბებაში.      ვიმუშავეთ  მიმართულების მიმცემ კითხვებზე, მივიღეთ ტრენერისაგან რჩევები როგორ დავწეროთ ჩვენს თემაზე მორგებული  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვები, რას მივაქციოთ ყურადღება,რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან . დავეხმარეთ  ერთმანეთს კითხვების მოფიქრებასა და ფორმულირებაში. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა ნამდვილად მნიშვნელოვანია სიზუსტე? თემატური კითხვები როგორ   შეუძლია გეომეტრიას დამეხმაროს სამყაროს შემეცნებაში? რატომ არის მნიშვნელოვანი სიმეტრია? როგორ შეიძლება მოვახდინოთ ფიგურათა დაყოფა სიმეტრიულ ნაწილებად? შინაარსობრივი კითხვები როგორ ავიღოთ მოცემული წერტილის სიმეტრიული წერტილი? როგორი სახის სიმეტრიები   იცით? სად უფრო ...