Skip to main content

Posts

მეცხრე დღის რეფლექსია

     გადავავლეთ თვალი ჩვენს ნამუშევრებს , შევიტანეთ ცვლილებები.  ავტვირთეთ ბლოგზე ჩვენი პორტფოლიო . შემდეგ  მივიღეთ  ჩვენი თბილი და მზრუნველი ტრენერისაგან რჩევები თუ როგორ უნდა მოვახდინოთ აუდიტოორიის წინაშე პრეზენტაციის წარდგენა, რა უნდა გავითვალისწინოთ. თითოეულმა ჩვენთაგანმა მოახდინა პრეზენტაციის წარდგენა და ჩვენ მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი . ძალიან მომეწონა ეს ტრენინგები ,იყო შრომატევადი მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი პირადად ჩემთვის.   
Recent posts

მეშვიდე დღის რეფლექსია

 გადავხედეთ და განვიხილეთ წყვილებში ერთმანეთის ნამუშევრებს , მივეცით უკუკავშირი. ამის შემდეგ ვისაუბრეთ მოსწავლეების შესაძლებლობებსა და საჭიროებაზე განვიხილეთ  ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს, გავიხსენეთ  გარდნერის ინტელექტის თეორია , ვისაუბრეთ მოსწავლეთა დიფერენცირებაზე, მოვიფიქროთ  მათთვის შესაფერისი აქტივობები.   ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე , მის გაფორმებაზე და შექმნაზე. ასე დამთავრდა კიდევ ერთი ნაყოფიერი და საინტერესო დღე ,მადლობა ჩემო საყვარელო ტრენერო .

მეექვსე დღის რეფლექსია

     გავეცანით შეფასების რუბრიკების ნიმუშებს , შევქმენით , შევინახეთ. გავეცანით მოსწავლის მიერ შექმნილი პრეზენტაციის სლაიდ შოუს. ვივარჯიშეთ სლაიდ შოუს გაკეთებაზე. ფონების არჩევაზე.   დავუტოვეთ კომენტარები ერთმანეთს ბლოგებზე.  მადლობა ტრენერს .

მეხუთე დღის რეფლექსია

 ტრენინგის დასაწყისში მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის პროცედურების მოკლე მიმოხილვა , მივეცით ერთმანეთშ რჩევები და მივიღეთ საინტერესო რჩევები ჩვენი ენერგიით სავსე ტრენერისაგან, შემდეგ დავწყვილით და ერთმანეთს მივეცით უკუკავშირები , ვიმუშავეთ ინტერნეტის გამოყენების აუცილებლობაზე , სხვადასხვა საკონიმუკაციო საშუალებებზე, მესენჯერი. სოციალური ქსელი, ჩატი  და სხვა. ასევე ვიმუშავეთსაავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე და შევავსეთ მარტივი საავტორო უფლებების ცხრილი, გადმოვიწერეთ ჩვენს თემაზე მორგებული რამოდენიმე სურათი და ვიდეო , მივუთითეთ მისამართები.გავიარეთ მეოთხე მოდული , გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრებს , ძალიან მომეწონა და უკვე გავაკეთე პატარა მონახაზი როგორ გამოვიყენებ. მადლობა საინტერესო და მრავალფეროვანი დღისთვის . 

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიარეთ შეფასების სამი ეტაპი , გავამახვილეთ ყურადღება რა შეფასება უნდა გამოგვეყენებინა პროექტის  დასაწყისში,მსვლელობისას და ბოლოს.გავეცანით შეფასების ხუთ კრიტერიუმს,შევარჩიეთ ყველა ის მეთოდი და ეტაპი რასაც ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი პროექტისათვის.გავაკეთეთ შეფასების მოკლე  აღწერა. შევქმენით ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. გვქონდა  ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე, მივიღეთ საინტერესო რჩევები ჩვენი საყვარელი ტრენერისაგან ,მე მათ აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. მივიღეთ დავალება  რომ ვიმუშაოთ  პროექტზე.

მესამე დღის რეფლექსია

     კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს თემაზე, შევარჩიეთ  ჩვენი თემისათვის საჭირო სტანდარტები .  ერთმანეთს გავუზიარეთ და მივეცით რჩევები მიზნების უკეთ  ჩამოყალიბებაში.      ვიმუშავეთ  მიმართულების მიმცემ კითხვებზე, მივიღეთ ტრენერისაგან რჩევები როგორ დავწეროთ ჩვენს თემაზე მორგებული  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვები, რას მივაქციოთ ყურადღება,რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან . დავეხმარეთ  ერთმანეთს კითხვების მოფიქრებასა და ფორმულირებაში. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა ნამდვილად მნიშვნელოვანია სიზუსტე? თემატური კითხვები როგორ   შეუძლია გეომეტრიას დამეხმაროს სამყაროს შემეცნებაში? რატომ არის მნიშვნელოვანი სიმეტრია? როგორ შეიძლება მოვახდინოთ ფიგურათა დაყოფა სიმეტრიულ ნაწილებად? შინაარსობრივი კითხვები როგორ ავიღოთ მოცემული წერტილის სიმეტრიული წერტილი? როგორი სახის სიმეტრიები   იცით? სად უფრო   ხშირად შევხვედრივართ   სიმეტრიის მაგალითებს.